მაჭახლის ეროვნული პარკის ხელშეწყობის პროგრამის შეჯამება

18 დეკემბერი 2018, 00:00 2481 ნახვა

მაჭახელას ეროვნულ პარკში  განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო, რომელშიც მომავალი წლიდან 100-ზე მეტი საკარმიდამო  ნაკვეთი ჩაერთვება. პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, მცირე ფერმერებმა მიიღეს ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება მეღვინეობის, მეფუტკრეობისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებისათვის.

განხორციელდა რამდენიმე საპილოტე პროექტი ადგილობრივი მეურნეობების მტაცებელი ცხოველების თავდასხმისაგან დაცვის მიზნით - სადაზღვევო სქემა და ელექტრო-ღობეების მიწყობა.

პროექტის კონკრეტული შედეგებს შორისაა მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკირება, ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის სრული რეაბილიტაცია, ეროვნულ პარკსა და მიმდებარე სოფლებში რამდენიმე ტურისტული ბილიკის მოწყობა და ტურისტებისათვის განკუთვნილი საინფორმაციო მასალების დამზადება. მათ შორის, ტყის ინვენტარიზაცია და ტყის მართვის გეგმა, ეროვნული პარკის საბაზისო კვლევა და ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შემოსავლის მომტანი საქმიანობის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება. მაჭახლის ხეობაში განხორციელებული ინიციატივა UNDP-ის  საქმიანობის ნაწილია.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში