კურსდამთავრებულ სტუდენტებს საქართველოდან საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების საშუალება ეძლევათ

19 დეკემბერი 2018, 00:00 2004 ნახვა

საფრანგეთი კვალიფიციურ სპეციალისტებს საქართველოდან და საფარნგეთში მყოფ სტუდენტებს, რომლებიც განათლებას იღებენ ლეგალურად მუშაობის საშუალებას აძლევს - ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  უწყების გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ შეთანხმებას მოეწერა ხელი.  ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება - იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმებას საქართველოში. საფრანგეთში დასაქმებისთვის დროებითი ბინადრობის მოწმობას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტები, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული სტუდენტები, რომლებსაც საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება სურთ, შემდგომში სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივით.

შეთანხმებით, ახალგაზრდა სპეციალისტების წლიური კვოტა 150-ია მაშინ, როდესაც ყველა სხვა კატეგორიაზე ჯამში კვოტა 500-ია.

ქართული და ფრანგული მხარეები შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაციის ცალკეულ საკითხებზე მუშაობენ. მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება, საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების შერჩევა და სხვა ტექნიკური საკითხები.

ამავე კატეგორიაში