დავით კირკიტაძეს ბრალი წაუყენეს

19 დეკემბერი 2018, 00:00 1836 ნახვა

დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ადვოკატის თქმით,  კირკიტაძეს ბრალი 353-ე  მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რასაც ბრალდებული არ აღიარებს და მშრალ შიმშილობას იწყებს.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მომხრეები დილიდან შეიკრიბნენ.  აქცია ცოტა ხნის წინ დაიყო. ისინი  კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ, აცხადებენ, რომ თუკი მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებს, ქუჩის საპროტესტო აქციებს გააძლიერებენ.  

ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.  
 

დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

ამავე კატეგორიაში