ბათუმში დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს და აცივდება

20 დეკემბერი 2018, 00:00 2604 ნახვა

დღის მეორე ნახევრიდან აჭარაში ამინდი შეიცვლება. სანაპირო კურორტებზე იწვიმებს, მაღალმთიანეთში კი მოთოვს. ნალექიანი ამინდი ზეგ დილამდე შენარჩუნდება.

საქართველოს სხვა რეგიონებშიც წვიმიანი და ცივი ამინდია მოსალოდნელი. ციკლონთან არსებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები ინტენსიურად დაიწყებს გავრცელებას, რის გამოც ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. 

წვიმიანი ამინდი დასავლეთ საქართველოში ხვალაც შენარჩუნდება, აღმოსავლეთში კი, მხოლოდ ზოგიერთ რაიონში არის მოსალოდნელი მცირე წვიმა.

22 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში საქართველოში გამოიდარებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში