მოქალაქეები საწარმოებში მანდარინს ვერ აბარებენ

21 დეკემბერი 2018, 00:00 2503 ნახვა

ციტრუსის მიმღებ საწარმოებთან რიგებია. ფერმერები მოსავლის ჩაბარებას ვერ ახერხებენ. ქობულეთში არსებული საწარმოებიდან მხოლოდ ერთი მუშაობს, სადაც არასტანდარტული მანდარინის რეალიზაცია ხდება. თუმცა პროცესი აქაც შეფერხებულია.

როგორც  ''ჯი ემ გრუპში'' აცხადებენ, არასტანდარტული მანდარინის მიღებას ერთდროულად ვერ ახერხებენ, რადგანაც საწარმოში მხოლოდ დადგენილი რაოდენობის პროდუქციის გადამუშავებაა შესაძლებელი.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ტექნიკურ პრობლემებზე საუბრობენ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში