სტუდენტები ფიქრობენ, რომ სტატუსი  პირადი ანგარიშსწორების გამო შეუჩერეს 

21 დეკემბერი 2018, 00:00 14071 ნახვა

საზღვაო აკადემიის ორ სტუდენტს სტატუსი შეუჩერდათ. აკაკი კაცაძეს 1 წლით, ხოლო ანრი ხახუტაიშვილს 6 თვით.  გადაწყვეტილება დისციპლინურმა საბჭომ ახალგაზრდების ადმინისტრაციასთან დაპირისპირების გამო მიიღო, რასაც სიტყვიერ შეურაცხყოფა უძღოდა წინ.

მომხდარს უმაღლეს სასწავლებელში ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. 

აკაკი კაცაძე ბრძოლას სამართლებრივი გზით აპირებს, სტუდენტების ნაწილი კი ერთ-ერთი ლექტორის გათავისუფლებას ითხოვს. პირიქით, პრეტენზიები სტუდენტების მისამართით აქვთ ლექტორებსაც.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში