ელექტრონული რეცეპტების გაცემა 15 იანვრიდან დაიწყება

22 დეკემბერი 2018, 00:00 1563 ნახვა

ჰოსპიტალურ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის ელექტრონული  რეცეპტების გაცემის  დანერგვა იწყება. საკითხთან დაკავშირებით, დღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში საქართველოს ჯანდაცვის სამინსიტროს წარმომადგენელმა რეგიონის სტაციონალური სერვისის მიმწოდებელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კლინიკის მენეჯერები, ტექნიკური პერსონალი და  მედიკოსები.  პროგრამა 15 იანვრიდან ამოქმედდება და ახალ სისტემაში ყველა ის  მოქალაქე  ჩაერთვება, რომელიც სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს.   

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში