vali.ge-ის ბაზას მონაცემები დაემატა

22 დეკემბერი 2018, 00:00 1882 ნახვა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - ვალი.გე მონაცემები ისევ განახლდა. ერთიან ბაზას კიდევ 2 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხის გამცემი და სხვა.

ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 604 ათას 797 მსესხებლის, 1 მილიონ 302 ათას 750 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3 მილიარდ 933 მილიონ 145 ათას 876 ლარია.

ამავე კატეგორიაში