რა სარგებელი მოიტანა ''მთის კანონმა''?

22 დეკემბერი 2018, 00:00 1622 ნახვა

„მთის კანონის“ სახელით ცნობილი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი ძალაში 2015 წელს შევიდა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთა  პრობლემები უნდა გადაეჭრა.  „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს ჰპირდებოდა მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მათ ინტერესებს დაიცავდა. სწორედ დასახელებული კანონი მიაჩნია დღევანდელ მმართველ ძალას მთაში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წინ გადადგმულ ნაბიჯად.

ამ სამი წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა არაერთხელ გადაიხედა, დაემატა სოფლები, რამდენიმე დღის წინ კი, შეღავათებით მოსარგებლეთა წრეც გაფართოვდა. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ 2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გათვალისწინებული შეღავათების გასაწევად,   66 მილიონ 160  ათასი ლარი გამოიყო. რამდენად ეფექტურად, ამის გარკვევას ჩვენ, აჭარის მაღალმთიანეთში შევეცადეთ.

ამავე კატეგორიაში