9 წლის თამარ გორგაძის სიცოცხლის გადასარჩენად

22 დეკემბერი 2018, 00:00 3352 ნახვა

9 წლის თამარ გორგაძეს მსოფლიოში იშვიათი დაავადება ავტო იმუნური ჰეპატიტი აქვს. მას სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სამ დღეში უნდა ჩატარდეს. გოგონას დონორი დედაა, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია 125 ათასი ლარი ჯდება. 80 000 ლარი აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ და  ბათუმის მერიამ გაიღო, დარჩენილი 45 000 შეგროვებას კი  ოჯახი ამ დრომდე ცდილობს. მათი ერთადერთი საცხოვრებელი იპოთეკითაა დატვირთული.

ოჯახის თქმით, თუ საჭიროზე მეტი თანხა შეგროვდება მზად არიან სხვას გადაურიცხონ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 9 წლის მოზარდს მსგავსი ოპერაცია პირველად უტარდება. 9 წლის გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0901200128, ან თანხა გადარიცხოთ ეკრანზე მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 

ამავე კატეგორიაში