როგორია მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

23 დეკემბერი 2018, 00:00 1329 ნახვა

29-დღეა შიმშილობს პატიმარი ირაკლი ჩხეიძე, ის საპროცესო შეთანხმებას ითხოვს- მიესაჯოსმიესაჯოს სასჯელი სამი რეალური წელი და სამი წელი პირობითი სასჯელი. შიმშილობის ნიადაგზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაკავებული პენიტენციური დაწესებულებიდან სტაციონარში გადაიყვანეს, მის მონახულებას არასამთავრობო ორგანიზაცია „იემსი“-ს წარმომადგენლები შეეცადნენ, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ისინი სტაციონარში არ შეუშვეს მიზეზად კი შაბათი დღე დასახელდა, რადგან უქმე დღეებში პატიმრის მონახულება აკრძალულია. ირაკლი ჩხეიძე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს, სადაც ამბობენ, რომ მსჯავრდებულის მდგომარეობა მძიმეა. 

პროკურატურის ცნობით ირაკლი ჩხეიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განიხილება სისხლის სამართლის საქმე, ავტომანქანის სარკეების ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სააპელაციო სასამართლოში კი, ჩხეიძის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საქმის განხილვა. უწყების ინფორმაციით, მათ ჩხეიძეს საქმეების გაერთიანება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა.

ამავე კატეგორიაში