დევნა თუ კანონის უზენაესობა?

23 დეკემბერი 2018, 00:00 1405 ნახვა

16 დეკემბერს, პირდაპირი წესით არჩეულმა საქართველოს ბოლო, რიგით მეხუთე პრეზიდენტმა, ფიცი, თელავში ერეკლე მეფის სასახლეში დადო. ოპოზიცია არჩევნებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს, სალომე ზურაბიშვილს კი, პრეზიდენტად არ აღიარებს. არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს მხარდამჭერებთან ერთად, თელავისკენ  დაიძრა, თუმცა გზის გაგრძელება მათ გურჯაანის შემდეგ, კერძოდ კი ველისციხიდან ვერ შეძლეს.

სწორედ აქ დაიწყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციის აქტივისტებსა და პოლიციას შორის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აქციის მეორე დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, მიმდინარეობს დამატებითი ფაქტების შესწავლა და თუ მათი გამოვლენა მოხდება,  ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული.

ამავე კატეგორიაში