ბუნებრივი გაზის ტარიფი შემცირდა

26 დეკემბერი 2018, 00:00 1557 ნახვა

მოლოდინი, რომელიც მოსახლეობას ჰქონდა და ოპოზიცია ხშირად იმეორებდა, არ გამართლდა. ბუნებრივი გაზის ფასი, როგორც რეგიონებში, სემეკის გადაწყვეტილებით მცირედით შემცირდა კიდეც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ  სახელმწიფომ  შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება მოახდინა, ამ გადაწყვეტილებით კი, გაზის სამომხმარებლო ტარიფი შემცირდა.

უწყებაში კი აზუსტებენ, რომ  რესურსი მიდის არა ბიუჯეტიდან, არამედ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიიდან. ახალი ტარიფი ძალაში, 5 დღეში, პირველი იანვრიდან შევა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში