21 წლის პირი აღიარებს, რომ 23-ე სკოლასთან ხანძარი განზრახ გააჩინა

27 დეკემბერი 2018, 00:00 6503 ნახვა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი ხანზრახ გაუჩინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგი 21 წლისაა და ბრალს აღიარებს.  

''გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი განზრახ გაუჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 9 სავაჭრო ობიექტი, ზარალის საერთო ოდენობამ კი მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მან გამოკითხვისას, ასევე, აღიარა, რომ 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ხანძარი განზრახ გააჩინა'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შემთხვევა 30 აგვისტოს გვიან ღამით მოხდა. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ცეცხლის გაჩენის დროს მაღაზიები დაკეტილი იყო. 

ამავე კატეგორიაში