უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი 

27 დეკემბერი 2018, 00:00 1545 ნახვა

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა საგამოძიებო სამსახურმა.  უწყების ცნობით, ამოღებულია  4 ათას 598 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 1090 კოლოფი HEETS-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 20 000 ლარზე მეტია.

გამოძიება მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

ამავე კატეგორიაში