მამაკაცი ჭოროხში შეშის გამოსატანად შევიდა, უკან გამოსასვლელად კი მაშველების დახმარება დასჭირდა

27 დეკემბერი 2018, 00:00 2803 ნახვა

ბათუმში, მდინარე ჭოროხში 54 წლის მამაკაცი შეშის გამოსატანად შევიდა, უკან გამოსასვლელად კი მაშველების დახმარება დასჭირდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით,  მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

უწყების ცნობით, მამაკაცი შეშისთვის მდინარეში მანქანით შევიდა, მოგვიანებით, წყლის ნაკადის მომატების გამო, გამოსვლა ვეღარ მოახერხა. 

ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო და საზღვაო ჯგუფები.

ამავე კატეგორიაში