ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა

29 დეკემბერი 2018, 00:00 1307 ნახვა

აჭარაში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებში  ტუბერკულოზის,  “C” ჰეპატიტის და აივ/შიდსის აქტიური სკრინინგი დაიწყო. პაციენტებს,“C” ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე სწრაფი ტესტი ჩაუტარდება.

წინასწარ შერჩეულ მოწყვლად ჯგუფებთან ტუბერკულოზის, “C” ჰეპატიტის და აივ/შიდსის ერთდროული აქტიური სკრინინგი მიმდინარეობს ადგილზე მისვლით მობილურ ამბულატორიებში.  საკითხი,,აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის" მენეჯერების, ფთიზიატრებისა და ლაბორანტების მონაწილეობით განიხილეს.

ამავე კატეგორიაში