ავტოავარიის შედეგად სანდასუფთავების თანამშრომელი დაიღუპა

31 დეკემბერი 2018, 00:00 6718 ნახვა

დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, წრიულთან, "ვოქსის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ტაქსის მძღოლი ბათუმის სანდასუფთავების თანამშრომელს სამუშაოს შესრულების დროს დაეჯახა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ შეჯახების შედეგად მამაკაცი თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. "როგორც მითხრეს ადგილზევე გარდაიცვალა და პოლიციამ გადაიყვანა პროზექტურაში" - გვითხრეს ცენტრში. 

ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში აცხადებენ, რომ უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი 59 წლის  მამაკაცი, გამთენიისას სამუშაოს ასრულებდა და სახლში მიდიოდა, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა.   

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა. 

ამავე კატეგორიაში