პრეზიდენტმა სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს ახალი წელი მიულოცა 

01 იანვარი 2019, 00:00 1535 ნახვა

სამშვიდობო მისიებში მყოფ სამხედროებს, ახალი წელი პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა სამინისტროს მართვის ცენტრიდან მიულოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში და აფრიკის კონტინენტზე მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩართვა განხორციელდა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ოთხი ლოკაციიდან და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში. 

ამავე კატეგორიაში