აჭარის ტურისტული პოტენციალის სარეკლამო კამპანია 16 სამიზნე ქვეყანაში განხორციელდება

02 იანვარი 2019, 00:00 1299 ნახვა

5 მილიონი ლარი მოხმარდება წელს აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, სარეკლამო კამპანია 16 სამიზნე ქვეყანაში განხორციელდება.

პრიორიტეტია როგორც სამთო ასევე ზღვის ტურიზმის თანაბრად განვითარება. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით,  პრიორიტეტებს შორისაა სპორტული ტურიზმის განვითარება.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გამოწვევებს შორისაა ინფრასტრუქტურა და სერვისის ხარისხი. იგეგმება  მომსახურების სფეროში დასაქმებულებისთვის ტრენინგების ჩატარება. ჯამში უწყების ბიუჯეტი წელს 9 მილიონი ლარია.

ამავე კატეგორიაში