აჭარის მთავრობაში ახალი სტრუქტურა ამოქმედდა

03 იანვარი 2019, 00:00 1658 ნახვა

ახალი წლიდან აჭარის მთავრობის ახალი სტრუქტურა ამოქმედდა, მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტები სამინისტროების დაქვემდებარებაში გადავიდა.

ტურიზმის და საგზაო ინფრასტრუქტურის დეპარტამენტები ეკონომიკის სამინისტროსთან, საარქივო სამმართველო განათლების სამინისტროსთან და გარემოს დაცვის სამმართველო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანდა.
 

მთავრობაში აცხადებენ, რომ ცვლილებები არ შეეხება თანამშრომლებს და არ იგეგმება რეორგანიზაცია - ოპტიმიზაცია.

ამავე კატეგორიაში