5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან გახდება

03 იანვარი 2019, 00:00 1458 ნახვა

5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან გახდება. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, 1-ელი ივნისიდან ასევე სავალდებულო გახდება საბავშვო ბაღებში და სკოლებში აცრების სტატუსის შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

თუმცა აღსრულების მექანიზმი კანონმდებლობაში ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.  დაავადებათა კონტროლის და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფროსის განცხადებით,  მშობელს ახსნა-განმარტებით მუშაობას ჩაუტარებენ და მისცემენ 6 თვის ვადას, რომ ბავშვი აცრას. 

ამავე კატეგორიაში