რუსეთში ბუნებრივი აირის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებიდან 11 თვის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს

03 იანვარი 2019, 00:00 2954 ნახვა

11 თვის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში ბუნებრივი აირის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებიდან.  მაშველებმა ბავშვი ნანგრევებში აფეთქებიდან 35 საათის შემდეგ 17 გრადუსიანი ყინვის პირობებში  იპოვეს.  

ბავშვი თავის ლოგინში  საბნის ქვეშ იწვა, რამაც მას  სიცოცხლე შეუნარჩუნა. პატარას თავის დახურული ტრავმა და  სხეულის გადაცივების დიაგნოზი დაუსვეს და შემდგომი მკურნალობისთვის მოსკოვში თვითმფრინავით  გადაიყვანეს.  

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბიჭუნას მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.  ბავშვის დედა ცოცხალია და იგი შვილთან ერთად  იმყოფება. წინასწარი ვერსიით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.  

10 სართულიანი სახლის  48 ბინიანი  სადარბაზო მთლიანად დანგრეულია.  უბედური შემთხვევა ორშაბათს რუსეთის სამრეწველო ქალაქ მაგნიტოგორსკში მოხდა. ბოლო მონაცემებით, 18 დაიღუპა, ათობით ადამიანი დაკარგულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში