ჭავჭავაძის ქუჩაზე მოგლეჯილმა სახურავმა ორი მოქალაქე დააზიანა

04 იანვარი 2019, 00:00 5027 ნახვა

ბათუმში, ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან, 9 სართულიან სახლს, ძლიერმა ქარმა სახლის სახურავი  მოგლიჯა. ჩამოვარდნილმა კონსტრუქციამ ორი მოქალაქე ქვეშ მოიყოლა. ერთი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ხოლო მეორე რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

  

ჩამოვარდნილმა სახურავმა დააზიანა თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალის მინები და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოკამერა.  რამდენიმე წუთის წინ, ძლიერმა ქარმა ამავე სახლის სახურავის ნაწილი წაიღო, ჩამოვარდნილი კონსტრუქცია ავტომობილებს დაეცა.  ამ დროისთვის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია. 

ძლიერმა ქარმა ბოძი მოგლიჯა კათოლიკურ ეკლესიასთანაც, ბაგრატიონის ქუჩაზე კი ხე წააქცია. 

 

გორგილაძის ქუჩაზე კი მაღაზიას მინის კარი მოგლიჯა. 

ძლიერი ქარის გამო, ბათუმიდან 112-ში  22 შეტყობინება შევიდა. ძირითადად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და ხეები.

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში