როგორია სახურავის გადმოვარდნის შედეგად დაზიანებული მოქალაქეების მდგომარეობა

04 იანვარი 2019, 00:00 3827 ნახვა

ცოტა ხნის წინ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს კაცი, რომელმაც თავის არეში მიიღო დაზიანება. ეს მაშინ როდესაც ჭავჭავაძის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს გადახადა სახურავი. თუნუქის ფირფიტების და ხის კონსტრუქციის ქვეშ კი მოქალაქეები მოექცნენ. სამედიცინო დაწესებულებებში ორი მოქალაქის გადაყვანა გახდა საჭირო.

ერთ-ერთი ბათუმის მერიის თანამშრომელია. დაზიანდა ავტომანქანები და ჩაიმსხვრა „თიბისი ბანკის“ შენობის მინები. ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა შემთხვევის დროს ადგილზე, შემთხვევის შედეგად დაზიანება მიიღო ჩვენმა ოპერატორმა ანდრია ქაჩიბაიამ, იგი ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ასევე, დაზიანდა კამერა. საბედნიეროდ უსაფრთხოდაა სოფო მაკარაძე

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში