ტყვეობაში მყოფ გემზე ქართველი მეზღვაურები არ არიან- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

05 იანვარი 2019, 00:00 1756 ნახვა

„გემზე, რომელსაც მეკობრეები ბენინის სანაპიროსთან თავს დაესხნენ, ქართველები არ იმყოფებოდნენ“-საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანმა განცხადებით. ინფორმაცია, რომ გემზე ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, დაახლოებით ორი დღის წინ შევიდა თუმცა გადამოწმდა და არ დადასტურდა.

გავრცელებული ინფორმაციით კი, გვინეის ყურეში, ბენინის სანაპიროსთან გემს, რომლის ბორტზეც ორი ქართველი იმყოფებოდა, მეკობრეები დაესხნენ თავს და რამდენიმე ადამიანი გაიტაცეს.

ამავე კატეგორიაში