„ტამიფლუს“ უფასოდ მიმღებთა სია გაიზარდა

05 იანვარი 2019, 00:00 2272 ნახვა

მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიმღებთა სია გაფართოვდა. აქამდე მედიკამენტი უფასოდ მხოლოდ  ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის გაიცემოდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დღეიდან „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ ასევე ბავშვები, პენსიონერები, დიაბეტის, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადების მქონე პირები.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში „ტამიფლუს“ ანტივირუსული მედიკამენტების მარაგი საკმარისია. დავით სერგეენკოს თქმით, აღნიშნული მედიკამენტის დეფიციტი ბოლო ორი დღის განმავლობაში მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში შეიქმნა, ჯანდაცვის სამინისტროსა და სტაციონარებში კი წამლის საკმარისი მარაგია.

ამავე კატეგორიაში