143 პაციენტიდან 78 ბავშვი გრიპის ვირუსით რეგიონის კლინიკებში

05 იანვარი 2019, 00:00 1665 ნახვა

გრიპის ვირუსით  ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში 143  პაციენტი    მკურნალობს, აქედან 78 ბავშვია, ინტენსიური მკურნალობა 6-ს უტარდება -  ეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს  ბოლო მონაცემია.  რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით მონაცემები პერიოდულად იცლება და კლების ტენდენცია შეინიშნება. ამ ეტაპზე ეპიდემიის საშიშროებას გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ ინციდენტობის მაჩვენებელი  დადგენილ ზღვარს არ აღწევს.  

მედიკოსები ვირუსული ინფექციების  შემცირებას მომდევნო კვირიდან  ელიან. საქართველოს მასშტაბით  H1N1 გრიპის ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 4 აჭარაში. სწორედ ამიტომ  ბათუმში პირველადი ჯანდაცვის  ცენტრები  არასამუშაო დღეებშიც მუშაობენ. პოლიკლინიკები შაბათ-კვირას 10 დან 18 საათამდეა ღია, ხოლო 7 იანვარს 10 დან 16 საათამდე იმუშავებენ. მედიკოსების რეკომენდაცით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა  დროულად   უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს.  

ამავე კატეგორიაში