სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულებიდან ერთი გარდაიცვალა, მეორე კი რეანიმაციაში რჩება

05 იანვარი 2019, 00:00 1509 ნახვა

სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმებით და მრავლობითი მოტეხილობებით, ძლიერი ქარის დროს დაშავებული კაცი დღეს გარდაიცვალა. 53 წლის სოსო შერვაშიძე კლინიკა მედცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

გუშინ საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე ძლიერი ქარის დროს მაღალსართულიანი კორპუსის სახურავი ნაწილობრივ ჩამოიშალა, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომობილები და დაშავდნენ მოქალაქეები, დაღუპული სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, ის მერიის სერვის-ცენტრის მენეჯერი იყო. რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მეორე დაშავებული, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც მედიკოსები ამბობენ, სტაბილურია.

ამავე კატეგორიაში