კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე

05 იანვარი 2019, 00:00 14919 ნახვა

ცხრა წლის თამარ გორგაძე, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და ქველმოქმედი ადამიანების   მხარდაჭერით, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ღვიძლი გადაუნერგეს, თავს კარგად გრძნობს. ოპერაციის შემდგომი  რეაბილიტაციის  პერიოდი  სრულდება და მას კლინიკიდან მალე გაწერენ.

ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაციის ჩატარება რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული თანადაფინანსების პროგრამით და საქველმოქმედო აქციის საშუალებით გახდა შესაძლებელი. კამპანიაში აჭარაში მოქმედ სხვადასხვა ფონდთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოც. ტრანსპლანტაციის ოპერაცია 25 დეკემბერს ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში