აჭარაში გრიპის ვირუსის შემთხვევები შემცირდა

06 იანვარი 2019, 00:00 1951 ნახვა

გრიპის  ვირუსით  ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში  პაციენტთა რაოდენობა შემცირდა და ამ ეტაპზე     130  მოქალაქე    მკურნალობს.  აჭარის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტთა ნაწილი  რეანიმაციიდან თერაპიულ განყოფილებაში  გადის მკურნალობის კურსს, მაღალია ბავშთა  და ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეების მიმართვიანობა. 

ამ ეტაპზე ეპიდემიის საშიშროებას გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ ინციდენტობის მაჩვენებელი  დადგენილ ზღვარს არ აღწევს.   საქართველოს მასშტაბით  H1N1 გრიპის ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 4 აჭარაში. სწორედ ამიტომ  ბათუმში პირველადი ჯანდაცვის  ცენტრები   შაბათ-კვირას 10 დან 18 საათამდეა ღია, ხვალ კი 10 დან 16 საათამდე იმუშავებენ. მედიკოსების რეკომენდაციით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა  დროულად   უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს.   

ამავე კატეგორიაში