„ტამიფლუ“ უფასოდ მომატებული რისკის მქონე ჯგუფებისთვის

06 იანვარი 2019, 00:00 2051 ნახვა

მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიმღებთა სია გაფართოვდა. ორსულებისა და სოციალურად დაუცველების გარდა ანტივირუსულ მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ ასევე ბავშვები, პენსიონერები, დიაბეტის, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადების მქონე პირები.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში „ტამიფლუს“ ანტივირუსული მედიკამენტების მარაგი საკმარისია. დავით სერგეენკოს თქმით, აღნიშნული მედიკამენტის დეფიციტი ბოლო ორი დღის განმავლობაში მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში შეიქმნა, ჯანდაცვის სამინისტროსა და სტაციონარებში კი წამლის საკმარისი მარაგია.

ამავე კატეგორიაში