გორში სავარაუდოდ გრიპის გართულებით 22 წლის ქალი გარდაიცვალა

08 იანვარი 2019, 00:00 1899 ნახვა

 

გორში სავარაუდოდ გრიპის გართულებით 22 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ მოხდა - ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.  

კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, გარდაცვლილს სიმსივნე ჰქონდა გადატანილი და წარსულში რამდენჯერმე ნაოპერაციებიც იყო.

ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს H1N1 ტიპის ვირუსი, ლაბორატორიულად ჯერ დადასტურებული არ არის.

როგორც პირველ არხს „გორმედში” განუცხადეს, გრიპის გართულებული ფორმით მკურნალობას კლინიკაში კიდევ ორი მამაკაცი განაგრძობს და მათი მდგომარეობა მძიმეა.

ამავე კატეგორიაში