ნებართვიდან ზედამხედველობამდე - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მშენებლობის უსაფრთხოებაზე?

08 იანვარი 2019, 00:00 1879 ნახვა

ბოლო ძლიერი ქარიდან გამომდინარე რა თქმა უნდა აქტუალურია სახურავები. ნათია ლომაძე არკვევდა ვინ კურირებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსების გადახურვას.

აღმოჩნდა, რომ ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველო წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე პროექტზეა პასუხისმგებელი, ანუ იმათზე რომლებსაც უწყება თავად ახორციელებს.

სხვა შემთხვევაში კი პროექტებზე არქიტექტურის სამსახური გასცემს ნებართვას და სამუშაოს იბარებს, თუმცა არ მოწმდება არის თუ არა შესრულებული სამუშაო უსაფრთხო, ასევე ცალკე არ მოწმდება მასალის ხარისხი.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში