დაზიანებულ ფილებს ეტაპობრივად შეაკეთებენ

08 იანვარი 2019, 00:00 1657 ნახვა

ბათუმში მოქალაქეების, განსაკუთრებით კი მძღოლების პროტესტს  იწვევს რამდენიმე ქუჩაზე დაზიანებული ქვაფენილი. ამბობენ რომ იქმნება გადაადგილების პრობლემა, ამასთან ზიანდება ავტომობილები.

ფილები ამოყრილია ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე, ასევე მემედ აბაშიძის, მარჯანიშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩებზე.  ამ  ქუჩების მოვლა პატრონობისთვის ყოველწლიურად ცხადდება ტენდერი.  

,,მონოლითი 2005’’ -ია გამარჯვებული კომპანია, რომელიც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით ეტაპობრივად ახორციელებენ სამუშაოებს. ამ დროისთვის სამუშაოები ლუკა ასათიანის ქუჩაზე მიმდინარეობს. სატენდერო თანხა  1 200 000 ლარს შეადგენს. ამ თანხაში გათვალისწინებულია ბორგვილების მოწესრიგებაც.

ამავე კატეგორიაში