ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია - გრიპი არ არის საშიში, იგი გავრცელებულია ამერიკაში, კანადასა და ევროკავშირის ქვეყნებშიც 

09 იანვარი 2019, 00:00 1622 ნახვა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სპეციალური ბრიფინგი მოაწყო და საქართველოს გრიპის ვირუსზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში A და B ტიპის ვირუსებიდან, საქართველოში A ტიპის ვირუსია გავრცელებულია. 

მისი თქმით, დღეს გავრცელებული გრიპის ვირუსი საშიში აღარ არის, როგორც ეს ათი წლის წინ იყო, რადგან არსებობს მკურნალობის მართვის სტრატეგია და მედიკამენტები.

''გრიპისა და ჩვეულებრივი გაციების სიმპტომები ძალიან გავს ერთმანეთს, მაგრამ გრიპი უფრო რთული დაავადება, განსაკუთრებით რისკის ჯგუფებს წარმოადგენს ხანში შესული ადამიანები 65 წელს ზევით, ბავშვები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები. ასეთ შემთხვევაში ადამიანებს სჭირდებათ სპეციფიკური თერაპია.  

ჩვენ განვასხვავებთ ოთხ სხვადასხვა ვირუსს, რომელიც იწვევს გრიპის დაავადებას - A, B, C და D ტიპის ვირუსები. ადამიანებისთვის სახიფათო არის A და B ტიპის ვირუსები. პანდემიას მხოლოდ A ტიპის ვირუსი იწვევს. 

საქართველოში მეტწილად გავრცელებულია A ტიპის ვირუსი, მაგრამ ამ ეტაპზე მას ვეღარ ვუწოდებთ პანდემიურს, რადგან პანდემური იყო ათი წლის წინ, როდესაც პირველად გამოჩნდა. დღეისათვის მსოფლიოში ეს გახლავთ ჩვეულებრივი ვირუსის ცირკულაცია და არის გავრცელებული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაში, კანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე და ასევე აღმოსავლეთ აზიაში''- ამბობს  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუში.​

რაც შეეხება  მედიკამენტების თვითნებურად მიღებას, განმარტავს, რომ წამლები არ შეიძლება როგორც ტკბილეული ისე მიიღოთ თქვენი გადაწყვეტილებით. ანტივურისულ პრეპარატ ტამიფლუსთან დაკავშირებით კი  აცხადებს, რომ თუ არის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა, გართულება, პაციენტმა უნდა მიიღოს „ტამიფლუ“ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგან იგი  ანტიბიოტიკის მსგავსია.

ამავე კატეგორიაში