რამდენად ხელმისაწვდომია პრეპარატი ტამიფლუ?

09 იანვარი 2019, 00:00 2451 ნახვა

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გავრცელებულია ზომიერი, ჩვეულებრივი გრიპი - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიან ივანუშამ განაცხადა. მან მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე რისკ-ჯგუფებში შემავალ ადამიანებს, ანუ ბავშვებს, ხანდაზმულებს, ორსულებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს მოეთხოვებათ. მათ ექიმის დანიშნულებით სამკურნალო პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ ეკუთვნით.

ანტივირუსული წამალი აფთიაქებშიც იყიდება, თუმცა აღარ გაიცემა რეცეპტის გარეშე. ცნობისთვის, „ტამიფლუს“ ფასი, როგორც სხვა ბევრი პრეპარატის, გაცილებით დაბალია მეზობელ თურქეთში.

ხომ არ არის რეგიონში პრეპარატის დეფიციტი და რა შემთხვევაში უნდა მიიღოს პაციენტმა „ტამიფლუ“.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში