საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი: გრიპის გავრცელების დინამიკა უცვლელია

10 იანვარი 2019, 00:00 1994 ნახვა

საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი. 2 ახალი ბრიგადა დაემატა ცენტრს და დღეიდან 15 ჯგუფი გავა გამოძახებებზე. ცენტრის დირექტორის თქმით,  სეზონური ვირუსების გამო თითქმის გაორმაგებულია გამოძახებები და 450-საც კი აღწევს დღე ღამეში. 

საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 200-მდე პაციენტი რჩება სტაციონარებში და მათ შორის 20-მდე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ცენტრის ინფორმაციით, მიმართვიანობა მომატებულია ამბულატორიებში, რის გამოც სამუშაო საათები განახგრძლივდა და საღამოს 20 საათამდე მუშაობენ საოჯახო ჯანდაცვის ცენტრში.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში