''ტამიფლუს'' მარაგი აფთიაქებში დღეს შეივსება - ჯანდაცვის სამინისტრო

10 იანვარი 2019, 00:00 1365 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ მარაგი აფთიაქებში დღეს შეივსება.  უწყების ინფორმაციით,   ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სამინისტრომ აფთიაქები 800 კოლოფი „ტამიფლუთი“ მოამარაგა. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, 10 ათასი კოლოფი „ტამიფლუ“ სამინისტროს მარაგებს უახლოეს დღეებში დაემატება.

რაც შეეხება პირბადეებს, რისი დეფიციტიც დიდ სააფთიაქო ქსელებში იყო, სამინისტროში აცხადებენ, რომ აფთიაქებს მარაგები თავად უნდა შეევსოთ.  

ქვეყნის  მასშტაბით რეანიმაციულ განყოფილებებში გრიპის ვირუსით 39 პაციენტი მკურნალობს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ეს საყურადღებო მაჩვენებელია. 

ამავე კატეგორიაში