საქართველოს რეგიონში „დემოკრატიის ინდექსის“ ყველაზე მკვეთრი ვარდნა აქვს 

10 იანვარი 2019, 00:00 1418 ნახვა

საქართველოს რეგიონში „დემოკრატიის ინდექსის“ ყველაზე მკვეთრი ვარდნა აქვს. The Economist Intelligence Unit-ის კვლევის თანახმად,  რომელიც ჟურნალმა “ეკონომისტმა” გმოაქვეყნა  საქართველოს მაჩვენებლები გაუარესებულია. ქვეყნების საერთო რეიტინგში საქართველო 89-ე ადგილს იკავებს, მაშინ, როდესაც 2017 წელს 79-ე ადგილზე იყო.

10-ქულიანი სისტემით, საქართველოს 2017 წლის მაჩვენებელი 5.93 ქულა იყო,  2018 წელს კი  5.50. 2018 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო, დასავლეთ ბალკანეთთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, სომხეთთან და ყირგიზეთთან ერთად, ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში რჩება.  

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი,  მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მაისში პოლიტიკაში დაბრუნება და  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის  გადადგომის  გადაწყვეტილების მთავარ ინდიკატორად ივანიშვილთან უთანხმოებების  მიზეზეა საუიბარი კვლევაში.“ ბიძინა ივანიშვილის გავლენით, მთავრობა ასევე ჩაერია საპრაზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის ინიციატივით. ამან მთავრობას მნიშვნელოვანი უპირატესობა მიანიჭა საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციასთან შედარებით”, – ნათქვამია კვლევაში “დემოკრატიის ინდექსის” შესახებ.

ამავე კატეგორიაში