ბათუმში H1N1 ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

11 იანვარი 2019, 00:00 4102 ნახვა

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში,  60 წელს გადაცილებული მამაკაცი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. მამაკაცმა სტაციონარს  დეკემბრის ბოლოს მიმართა.

აჭარის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ გარდაცვლილმა მედიკოსებს გვიან მიმართა.

რუსუდან შავიშვილის განცხადებით, დღეს ვირუსით ამბულატორიული  მიმართვიანობის სტატისტიკა შემცირებულია.  შემცირებულია სასწრაფო დახმარების გამოძახების მაჩვენებლებიც.

აჭარაში 3 საათის მონაცემებით, 20 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ე.წ ''ღორის გრიპით''  ქვეყანაში სულ 15 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში