გრიპის ვირუსის გამო ოკუპირებული ტერიტორიები ე.წ. საზღვარს კეტავენ

11 იანვარი 2019, 00:00 1928 ნახვა

ე.წ-ლი „ღორის გრიპის“ ვირუსის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის ალექსანდრე ჩიკვაიძის ინფორმაციით,  ამ დროისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლები და ის ადამიანები გადმოდიან, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა H1N1 ვირუსის გამო საქართველოსთან ე.წ-ლი საზღვრის დახურა. 

ამავე კატეგორიაში