დაკავება ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით

11 იანვარი 2019, 00:00 1595 ნახვა

ესპანურმა პოლიციამ ევროპოლთან თანამშრომლობით დააკავა ათეულობით ადამიანი, რომლებიც ჩოგბურთში ჩაწყობილ თამაშებთან არიან დაკავშირებულნი.

როგორც ევროკავშირის პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი, გამოვლენილია დაჯგუფება, რომელიც მოთამაშეთა მოსყიდვის გზით, დიდ თანხებს გამოიმუშავებდა. დაჯგუფებაში უმრავლესობა ეთნიკური სომხები არიან.

სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია 83 ადამიანი, მათ შორის 28 პროფესიონალი მოთამაშეა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩაწყობილ თამაშებში მხილებული ჩოგბურთელები ITF Futures და Challenger-ის ​ კატეგორიის ტურნირებში ასპარეზობდნენ. დაკავებულთა გვარები არ სახელდება, თუმცა როგორც ევროპოლი იუწყება, ერთ-ერთმა ჩოგბურთელმა ამერიკის ღია პირველობის ბოლო გათამაშებაში იასპარეზა.

სპეცოპერაციის დღეს, ჩხრეკა  11 მისამართზე ჩატარდა ამოღებულია 167 000 ევრო ნაღდი ფული, საკრედიტო ბარათები, იარაღი, 50-ზე მეტი ელექტრონული მოწყობილობა, 5 ძვირადღირებული ავტომობილი და სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია. ასევე, პოლიციამ დააყადაღა 42 საბანკო ანგარიში. 

ამავე კატეგორიაში