ჩაის კულტურის განვითარების განუხორციელებელი პროგრამა

11 იანვარი 2019, 00:00 1627 ნახვა

კიდევ ერთი ღიად დარჩენილი საკითხი აჭარაში ჩაის კულტურის განვითარების ხელშეწყობაა. პროგრამისთვის თანხა 2018 წლის ბიუჯეტში იყო გამოყოფილი, თუმცა 2019 წლის ბიუჯეტში საერთოდ აღარ გვხვდება.

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ავთანდილ მესხიძე ამბობს, რომ გასულ წელს ვერ მოხერხდა პროექტის ბოლომდე მიყვანა, მხოლოდ მიწა გამოიყო და ჩაის ახალი პლანტაცია იქ არ გაშენებულა.

იდეის მიხედვით პროცესში კერძო სექტორი 3 წელიწადში, უკვე გაშენებულ პლანტაციას გადაიბარებდა, ახალი მთავრობა კი ბიზნესის დაინტერესებას ახლავე გეგმავს.

უცნობია დაინტერესდება თუ არა ვინმე პლანტაციების გაშენებით, რადგან უკვე არსებული დეგრადირებული ნაკვეთების რეაბილიტაციის მიზნით, სახელმწიფო პროგრამაში აჭარიდან არავინ ჩაერთო.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში