აჭარაში რეანიმაციულ განყოფილებებში გრიპის ვირუსით 20 პაციენტი რჩება

13 იანვარი 2019, 00:00 3718 ნახვა

მედიკოსების მთავარი საზრუნავი დღეს  გრიპის ვირუსთან ბრძოლაა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, H1N1 ვირუსით, საქართველოში 15 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის 5 - აჭარაში. სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 - რეანიმაციულ განყოფილებაში. ქვეყანაში ანტივირუსული მედიკამენტი ''ტამიფლუ'', ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, უფასოდ გაიცემა.

სპეციალისტების განცხადებით, ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.  გრიპის ვირუსის გავრცელების მხრივ შედარებით დაძაბულია სიტუაცია აჭარასა და იმერეთში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში