საქართველოში პროფილაქტიკური აცრები სავალდებულო გახდა

13 იანვარი 2019, 00:00 3069 ნახვა

იმუნიზაცია. საქართველოში პროფილაქტიკური აცრები სავალდებულო გახდა. ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა, რაც პარლამენტმა 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, 14 ნოემბერს დაამტკიცა.

სავალდებულო უნდა გახდეს სკოლაში ან ბაღში სწავლის დაწყებისას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული სავალდებულო აცრების მოთხოვნა. შესაბამისი ცვლილებები ნორმატიულ აქტებში ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა 6 თვის ვადაში უნდა შეიტანონ.

მომაკვდინებელი ინფექციები კონტროლირებადი მას შემდეგ გახდა, რაც დაავადებისაგან დაცვის საუკეთესო საშუალება - ვაქცინა შეიქმნა. იმუნიზაცია კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება და მას დასაბამი 1796 წლიდან მიეცა.

იმუნიზაციის პროგრამების საშუალებით ბოლო 20 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მსოფლიო თავიდან იცილებს ბავშვთა სიკვდილის 3 მილიონამდე შემთხვევას.

ამავე კატეგორიაში