ბაგრატიონის ქუჩაზე კორპუსის მე-11 სართულიდან ქალი, სავარაუდოდ გადმოვარდა

14 იანვარი 2019, 00:00 15821 ნახვა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე კორპუსის მე-11 სართულიდან 43 წლის ქალი, სავარაუდოდ, გადმოვარდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მედიკოსებს, ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ქალი ძმასთან სტუმრად იმყოფებოდა. სხვა დეტალებზე ისინი ვერ საუბრობენ. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ცხედარი ექსპერტიზაზე პროზექტურაში გადაასვენეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. 

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

ამავე კატეგორიაში