ჰოსპიტალურ ქსელში გრიპით პაციენტების მიმართვაინობამ იკლო - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

14 იანვარი 2019, 00:00 1749 ნახვა

გრიპის ვირუსით პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებებში ისევ რჩებიან. პარალელურად გადიან მკურნალობის კურსს თერაპიულ განყოფილებებში. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გრიპით მიმართვიანობა სტაბილურია. ცენტრის მონაცემებით აჭარის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას 200-მდე პაციენტი გადის.

გრიპის საწინააღმდეგო წამალი ''ტამიფლუს'' მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ ექიმის მიერ გაცემული რეცეპტით. ისინი წამალს  აფთიაქებშიც მიიღებენ. ბათუმსა და ქობულეთში ფარმადეპოს, ჯი-პი-სის და პე-ეს-პეს რამდენიმე ფილიალში ''ტამიფლუ'' რეცეპტით წარდგენის შემთხვევაში უფასოდ გაიცემა.

‘’ორასზე მეტი პაციენტი გადის ჰოსპიტალურ ქსელში მკურნალობას, მათ შორის ბავშვები, მოზრდილები. ორსულთა რაოდენობა არის შემცირებული.  მიდის როგორც მოდინება პაციენტების ასევე გაწერაც სტაციონარებიდან'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილი

რაც შეეხება ვაქცინას, რუსუდან შავიშვილის თქმით უფასო ვაქცინაციის მარაგი აჭარაში ამოწურულია და ახალი მარაგის შემოტანას ელოდებიან. 

H1N1 ვირუსით გარდაცვალების  ლაბორატორიულად დადასტურებული 15 შემთხვევაა საქართველოში. აქედან 5 აჭარაში. მედიკოსების ინფორმაციით თბილისში გარდაცვლილი 26 წლის გოგოს სწორედ გრიპის ვირუსი ჰქონდა, თუმცა ეს შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში