დღეს კალანდაა

14 იანვარი 2019, 00:00 1944 ნახვა

კალანდა აღნიშნეს გურიაში.სოფელ ცხემლისხიდში გიორგი სალუქვაძის სახელობის სახლმუზეუმში დღესასწაულისთვის დამახასიათებელი  ძველი ტრადიციები გააცოცხლეს. თეატრალიზებულ წარმოდგენაში მონაწილეობდნენ მსახიობები და მუზეუმის თანამშრომლები.

მუზეუმის ეზოში გახსნეს ქვევრი, გამოხადეს ჭაჭა და გამოაცხვეს ტრადიციული გურული ღვეზელები. დღესასწაულის მთავარი ატრიბუტი  ჩიჩილაკი და მთავარი სტუმარი მეკვლე იყო, რომელმაც ლანგარზე დაწყობილი ტკბილეულით და ღორის თავითა და შეძახილით აგუნა მასპინძელს კალანდა მიულოცა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში