დავით სერგეენკო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელების ხელმძღვანელებს ხვდება

15 იანვარი 2019, 00:00 1571 ნახვა

გრიპის ვირუსის გავრცელება, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ვითარება - ამ საკითხებზე საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელების ხელმძღვანელებს შეხვდება.

შეხვედრა  რამდენიმე  წუთში  დაიწყება.  საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით  17 ადამიანია გარდაcვლილი.

გუშინ 48 წლის მამაკაცი გორში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით,  მას ეიჩ ერთი ენ ერთი ვირუსთან ერთად სხვა დაავადებებიც, მათ შორის C ჰეპატიტი ჰქონდა.

ამავე კატეგორიაში